მედია: აღმოჩენილია მილიონიანი აპარტამენტები – ჟურნალისტური გამოძიება

ექსკლუზივი: “შაბათის ეთერმა” მიაგნო მილიონებად შეფასებულ რეზიდენციებს “მზიური რეზიდენსში”, სადაც საქართველოს მთავარი პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი და სუს-ის ექს შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი ცხოვრობენ.

“ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალისტებს ადგილზე უყვებიან, რომ კომპლექსის ერთ ერთი ყველაზე დიდი რეზიდენციის მფლობელი, რომლის საბაზრო ღირებულება 3 000 000 ლარზე მეტია, სწორედ ვადაზე ადრე გადამდგარი სუს-ის შეფია.

  • აპარტამენტები არც ლილუაშვილის და არც მისი მეუღლის სახელზე არ არის გაფორმებული. 322 კვადრატული მეტრი აპარტამენტი, ხედით მზიურის პარკზე, ახლაც კომპანია “სონეთ დეველოპმენტის” საკუთრებაა. 

“შაბათის ეთერმა” დაადგინა ისიც, რომ რეზიდენცია სადაც რუსის ყოფილი უფროსი ერთ წელზე მეტია ცხოვრობს, სამშენებლო კომპანია “სონნეტ დეველოპმენტის” სახელზეა გაფორმებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი