ირაკლი ს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყურადღებას ამახვილებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ ერთმანეთთან, ისევე როგორც ამჟამად, მომავალშიც განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევას რეგიონის წარმატების, სტაბილურობისა და აღორძინების მისაღწევად.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს – კეთილდღეობა“, – აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, დღესავით ნათელია, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალატთან და ეს ღალატი ჩადენილი იქნა გარე ძალების კარნახით

როდესაც შენ გაქვს შენი ხელით შექმნილი არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური წარმონაქმნი, რომელსაც ეწოდება სამხრეთ ოსეთი, შენ თვითონ იყენებ ისეთ სახელწოდებას, რომლის გამოყენებასაც ედავები საერთაშორისო ინსტიტუტებს, ეს ხომ პირდაპირ იყო მიმართული სწორედ ოკუპაციისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებისკენ, როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს