შვედეთი საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი X-ზე წერს.
„შვედეთი საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია, ოპოზიციაზე ზეწოლის გაძლიერებით, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, როგორიცაა ზურაბ ჯაფარიძე, დაკავებით და რეპრესიული კანონების მიღებით, რომლებიც დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. მსგავსი ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება“, – წერს საქართველოში შვედეთის ელჩი.




