“ჯორჯიან მანაგანეზის” მესაკუთრეებმა და დაკავშირებულმა პირებმა “ოცნებას” ₾1 მილიონზე მეტი შესწირეს – “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” (SJC) თანახმად, “ჯორჯიან მანგანეზის” მესაკუთრეები და მასთან დაკავშირებული პირები “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან. მათ პარტიას 1 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.
ცენტრის მტკიცებით, კომპანიასთან დაკავშირებული “ოცნების” მსხვილი შემწირველები არიან:
· ნოდარ მიქაბერიძე – “ჯორჯიან მანგანეზის” შუამავალი კომპანიის მესაკუთრე, რომელმაც პარტიას 270 ათასი ლარი შესწირა
· გიორგი ჭელიძე – “ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანიის დირექტორია, პარტიას 220 ათასი ლარი შესწირა
· გოჩა ქურდაძე – ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხნის დირექტორი, პარტიას 135 ათასი ლარი შესწირა
“ქართული ოცნების” მხარდაჭერისთვის “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებული პირები თვითონაც იღებენ სარგებელს, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვებისა თუ სუბსიდიების სახით.
ამასთან, 2017 წლის შემდეგ, “ჯორჯიან მანგანეზს” გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის დაკისრებული თითქმის ნახევარი მილიარდის ლარის ოდენობის ჯარიმები ჩამოაწერეს.