რადიკალები ღიად, მოურიდებლად პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, ქვეყნის არევა, რადიკალიზაცია

რადიკალები ღიად, მოურიდებლად პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, ქვეყნის არევა, რადიკალიზაცია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„რადიკალები ღიად, მოურიდებლად პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, ქვეყნის არევა, რადიკალიზაცია.
ბატონი გედევან ფოფხაძის განცხადება ვნახე, ქალბატონი კორსის გზავნილის შემდეგ, სულ რამდენიმე საათში, რომ მსხვერპლი არის საჭირო.
ქალბატონი ზურაბიშვილი ისევ აგრძელებს სამწუხაროდ, სახლობანას თამაშს და ისევ მიაჩნია, რომ იგია პრეზიდენტი და აღლუმი უნდა ჩაიბაროს. თუმცა, ეს ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ოპოზიციამ 26 მაისისთვის აქცია დააანონსა. რამდენიმე ლიდერი ძალადობრივ სცენარზე საუბრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა