ევროკავშირი 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გათიშვას განიხილავს – BLOOMBERG

ევროკავშირი 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გათიშვას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი ს წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას, ნავთობის ფასებზე ლიმიტის შემცირებასა და „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აკრძალვების დაწესების საკითხს განიხილავს.
ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოება სურს.
გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ ევროკომისია აღნიშნულ გეგმებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
IPN.GE