გიორგი მიქაუტაძე იმედოვნებს, რომ და პსჟ „ლიონს“ დაეხმარებიან – ფრანგული მედია

ლიგა 1-ის სეზონის დასასრულს ევროპული საგზურებისთვის ბრძოლა ახლა საფრანგეთის თასის ფინალის შედეგზეა დამოკიდებული. ფინალში პსჟ (რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოიპოვა) და „რეიმსი“ ითამაშებენ. ამ მატჩთან დაკავშირებით L'Equipe-მა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც გიორგი მიქაუტაძის კომენტარიცაა.
„„ლიონის“ თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე (22) არ მალავს, რომ თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელიასა და მის პსჟ-ს გულშემატკივრობს“, – იტყობინება L'Equipe.
„კვარას ვეტყვი, რომ თავისი საქმე გააკეთოს“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების და „ლიონის“ თავდამსხმელმა.
ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. საფრანგეთის თასის მოგებით პსჟ ლიგა 1-ს ჩემპიონთა ლიგაზე დამატებით ადგილს მოუტანს. შედეგად, „ლიონი“ ევროპის ლიგაზე მოხვდება.
სპორტული თვალსაზრისით, უმჯობესია, ევროპა ლიგაში იყო, ვიდრე კონფერენციის ლიგაში. სწორედ ამიტომ ქომაგობს მიქაუტაძე კვარაცხელიას. ყველაფერი გადაწყდება ფინალში, რომელიც „სტად დე ფრანსზე“ „რეიმსსა“ და პსჟ-ს შორის გაიმართება“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ