26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გაცხადებული აქვს ალტერნატიული აქციების მოწყობა, ამერიკის საელჩოსგან, მინიმუმ, განმარტება უნდა მოვისმინოთ, თუ რას შეეხებოდა ოპოზიციასთან შეხვედრა

26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გაცხადებული აქვს ალტერნატიული აქციების მოწყობა, ამერიკის საელჩოსგან, მინიმუმ, განმარტება უნდა მოვისმინოთ, თუ რას შეეხებოდა ოპოზიციასთან შეხვედრა
ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა საელჩოში გამართული კონსულტაციები შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ ეს ცხადყოფს იმას, რომ უცხოელი აქტორების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა კვლავაც გრძელდება.
„ბოლო თვეების განმავლობაში მთელი საქართველო უსმენს საგამოძიებო კომისიაზე იმ საშინელებებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადიოდა და ყველა ელჩმა ყველაფერი იცოდა. არავინ საჯარო განცხადებას არ აკეთებდა, თუმცა ღიად ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში. დღეს სამწუხაროდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას კვლავ ცდილობენ, ოღონდ უკვე სხვა მიმართულებით – ცდილობენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობის ჰეროიზაცია მოახდინონ. 26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გაცხადებული აქვს, რომ ალტერნატიული აქციები უნდა მოაწყოს, მინიმუმ, ამერიკის საელჩოსგან განმარტება უნდა მოვისმინოთ, თუ რას შეეხებოდა ოპოზიციასთან შეხვედრა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს