ლევან ნიკოლეიშვილი: ნინო ქათამაძე გულდაწყვეტილი ყოფილა, თან გინდა ხელისუფლება აკრიტიკო, თან სააკაშვილის შეწყალება სთხოვო ზურაბიშვილს, თან იგივე ხელისუფლებას სთხოვ კონცერტზე მიგიწვიონ და ფულიც გადაგიხადონ – ცოტა უხერხული, ხომ არ არის?

ამ ქვეყანაში უაზრო და უსამართლო კრიტიკას არავის უშლიან, არც კონტეინერით შემოპარული სააკაშვილის სიყვარულს თუ სიბრალულს უშლიან ვინმეს, არც აზრის გამოთქმას, სიმღერას ხომ მითუმეტეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნინო ქათამაძის განცხადებას, რომელშიც მომღერალი წერს, რომ ახალი წლის კონცერტში მონაწილეობას ვერ შეძლებს.
მისივე თქმით, უხერხულია, იმ ხელისუფლებას, რომელსაც აკრიტიკებ, დააძალო კონცერტში მონაწილეობა და სიმღერაში თანხის გადახდა, იმ ფონზე, რომ ქათამაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს სთხოვდა სააკაშვილის შეწყალებას, რომელიც მოქმედი ხელისუფლების დამხობას ცდილობდა.
“მართლა ვერ ვიგებ: ნინო ქათამაძე გულდაწყვეტილი ყოფილა, რომ კონცერტზე არ მიმიწვიესო? დალოცვილო თან გინდა ეს ხელისუფლება აკრიტიკო, თან სააკაშვილის შეწყალება სთხოვო მავნებელ სალომე ზურაბიშვილს, თან იგივე ხელისუფლებას სთხოვ კონცერტზე მიგიწვიონ და ფულიც გადაგიხადონ, რომლის დამხობასაც ავაზაკურად ცდილობდა სააკაშვილი და რომლის უსამართლო კრიტიკას არცერთი ტრიბუნიდან არ ერიდებოდა მავნებელი ! ამ ქვეყანაში უაზრო და უსამართლო კრიტიკას არავის უშლიან, არც კონტეინერით შემოპარული სააკაშვილის სიყვარულს თუ სიბრალულს უშლიან ვინმეს, არც აზრის გამოთქმას, სიმღერას ხომ მითუმეტეს, თან ყველას თავის მსმენელი ჰყავს, ზოგის კონცერტზე ბილეთსაც ვერ ი, ზოგან კი არავინ მიდის… მაგრამ გინდა თუ არა მამღერე და დიდი ფული გადამიხადეთ? ვერ ვიგებ? როგორც მინიმუმ ცოტა უხერხული, ხომ არ არის?” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ