“სხეულზე აღენიშნებოდა შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები” – ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დაკავებულები მოინახულეს

22 მაისს თბილისში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი ქალი აქტივისტი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს. სალომე კენჭიაშვილი და ალბი კორძაია სასამართლოსთან ახლომდებარე კვების ობიექტთან დააკავეს. ადვოკატი ლაშა ტყეშელაძის თქმით, დაკავებულ აქტივისტს, ალბი კორძაიას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.
ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს. ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე.
“სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და შემდგომშიც გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს.”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქალაქის მერის ცოლი ხარ, რამდენი საქველმოქმედო რამის გაკეთება შეგიძლია, რამდენი სიკეთის, რამდენი ღარიბი ხალხის გადარჩენის და შენგან პოზირებისა და მილანებსა და პარიზებში შოპინგების მეტი, არაფერი გვსმენია და ბოლოს ასე უწმაწური სიტყვებით დაგიწყია ლაპარაკი”

თამარ ჩერგოლეიშვილი – 26 მაისს, 15:00-16:00 საათიდან დაიწყება სხვადასხვა მარში, 19:00 საათზე კი პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს – დავალაგეთ ისიც, რა შეიძლება იყოს გეგმა „B“ და როგორ უზრუნველვყოთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ