ს იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, ავცილებოდით ს და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა

რუსეთის იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, ავცილებოდით ს და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა
სააკაშვილი ამ უაზრო ავანტიურაში ჩაერთო, დაუწყო ცხინვალს დაბომბვა და დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა. საქართველომ, პრაქტიკულად, დაკარგა სახელმწიფოებრიობა, ისინი, ვინც ომი წამოიწყო, ყველა წითელ ხიდზე გაიქცა და ისევ ღირსეული ნაწილი შერჩა იმ ომს და არც იცოდა, რა გაეკეთებინა, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს ოპოზიციის ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, 2008 წლის ომზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
გაჩეჩილაძემ გაიხსენა რუსეთში საქართველოს იმდროინდელი ელჩის, ეროსი კიწმარიშვილის სიტყვები, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და საქართველოს შეეძლო, 2008 წლის ომს მთლიანად აცილებოდა, ისევე როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი აღიარებას.
ს იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, ავცილებოდით აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს ყველაფერი დავკარგეთ, დავკარგეთ სოფლების უამრავი რაოდენობა და მივიღეთ ძალიან ბევრი დაჩაგრული დევნილები, ომის წაგებამ ჩვენ მეტი არაფერი მოგვიტანა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წკიპზე ვიყავით,” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის – სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ