ყაზანიდან სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანია Nordwind Airlines-ი იფრენს

ყაზანიდან სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანია Nordwind Airlines-ი იფრენს
ავიაკომპანია Nordwind Airlines-ს ყაზანიდან სოხუმში პირდაპირი რეისების განხორციელების ნებართვა მიეცა.
ამის შესახებ ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ბრძანება სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
სოხუმის მიმართულებით რეისები კვირაში ხუთჯერ შესრულდება. დოკუმენტში ზუსტად არ იყო მითითებული, თუ როდის იგეგმება მათი გაშვება.
ცნობისთვის, ავიაკომპანია Nordwind Airlines-ი იმ ავიაკომპანიების შავ სიაშია, რომლებიც ევროკავშირმა დაასანქცირა და ბლოკის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ.