რუსებმა დონეცკის ოლქში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს | არის მსხვერპლი

გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვო დაბომბეს. რაკეტა ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც ჩამოინგრა სადარბაზო. დაღუპულია ერთი ქალი და დაშავებულია რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.
„სელიდოვო: დაბომბვის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა. გადაარჩინეს ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი დაინგრა. სამწუხაროდ, ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ერთი ადამიანი მაინც რჩება ნანგრევების ქვეშ” – წერს უკრაინის შს მინისტრი იგორ კლიმენკო ტელეგრამ არხზე
მაშველებმა და პოლიციამ დაჭრილი ადამიანები საავადმყოფოში გადაიყვანეს.