ეს იყო დემონსტრირება, რომ არავინ არსებობს, არავითარი ჟურნალისტი თუ კი მე გადამეღობები – სოფო ნიკოლაიშვილი „იმედში“ შეჭრაზე

ეს იყო დემონსტრირება, რომ არავინ არსებობს, არავითარი ჟურნალისტი თუ კი მე გადამეღობები – სოფო ნიკოლაიშვილი „იმედში“ შეჭრაზე
ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ არავინ არსებობს ამ ქვეყანაში, არავითარი ჟურნალისტი თუ კი მე გადამეღობები. იმიტომ, რომ „ტელეიმედს“ ჰქონდა თავისი სარედაქციო თავისუფალი, ობიექტური პოლიტიკა და „ტელეიმედი“ აშუქებდა იმას, რაც არ აწყობდა სააკაშვილის რეჟიმს და პირდაპირ მათი აღქმით და ასეც იყო ღუპავდა ამ რეჟიმის რეპუტაციას, – განაცხადა „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის დეტალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე დაიწყო მედიის მიტაცება და „იმედი“ იყო ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე.
სოფო ნიკოლაიშვილის განცხადებით „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ დაიწყო უმძიმესი პროცესები, რაც არხის „გამოშიგვნას“ უკავშირდებოდა.
„ეს მოვლენები ასე არ დასრულებულა. „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა მეთოდები აქვს განადგუროს თავისუფალი მედია. მინდა აღვნიშნო, რომ ეს დროის საკითხი იყო. მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცოდა თავისუფალი მედიის ფასი. იმიტომ, რომ სწორედ ამ მედიამ მოიყვანა ის შევარდნაძის ოპონენტი იყო და ოპოზიციაში ახალგაზრდა ლიდერი და ა.შ. მედია ედგა მას მხარში რევოლუციის პერიოდში. სხვათა შორის მე მაშინ „მზეში“ ვმუშაობდი და „მზეს“ განსხვავებული პოზიციები ჰქონდა და ამის გამო ხშირად მოღალატე მეძახეს მაშინაც. ამით იმის დაფიქსირება მინდა, რომ მე მისი [სააკაშვილის] მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ.
მიშა სააკაშვილმა, რაც დაიწყო, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში ეს იყო ამ მედიის განადგურება. მიიტაცა მედიები და ერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო „იმედი“. დარბევის შემდეგ დაიწყო უმძიმესი პროცესები, ეს იყო „იმედის“ გამოშიგვნა შიგნიდან. გადაბირება თანამშრომლების „ჩაძირული გემიდან“. ასე გვარწმუნებდნენ, რომ „იმედი“ მაინც ვერ აღდგებოდა. თანამშრომლებზე იყო უდიდესი ზეწოლა“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.
Previous: ეს იყო თავდასხმა. სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით – მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის მაუწყებლობის გათიშვა – სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე

ასევე დაგაინტერესებთ

სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები, ადამიანს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭოს უპირატესობა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს

2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ