ვერანაირი მორალით ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ეს ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან დღეს, როგორც არის 26 მაისი და 9 აპრილი, – ასე უპასუხა კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კითხვას.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „რუს ქოცების“ ადგილი რუსთაველის გამზირზე არ არის და ვერ იქნება“.
„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს დაუტოვეთ იმის უფლება, თავად განსაჯოს, როგორ იმოქმედებს იმისთვის, რომ დაიცვას ის დღე, რომელიც ძალიან ძვირფასია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, ამ შემთხვევაში, ეს არის 26 მაისი“, -განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ოჯახის და პარტიის წევრებთან ერთად იქნება.
„26 მაისს ტრადიციულად ვხდებით რუსთაველზე. პირადად, არა მხოლოდ პარტიის წევრებთან ერთად, არამედ ოჯახის წევრებთან ერთად. ხშირ შემთხვევაში შვილებთან ერთად, წელსაც ვგეგმავ, რომ ასე, ტრადიციულად შევხვდეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა. ყველაფერი ის, რასაც ხელყოფს ივანიშვილის რუსული რეჟიმი ყოველდღიურად და რის გამოც, ჩემი ღრმა რწმენით, „რუს ქოცების“ ადგილი რუსთაველის გამზირზე არც 26 მაისს, ისევე როგორც 9 აპრილს, არ არის და ვერ იქნება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
