ბექა კობახიძე: ამ ბრძოლაში ამ კაცს არაფერი ხეირი არ ჰქონია, გარდა მუდმივი დევნისა და ოჯახზე გადასული საფრთხისა. რავი, ვინც ამას ვერ ხედავთ, აბა რას ხედავთ? ალბათ გჭირდებათ რომ კაცი ცოცხლად გატყავებული ნახოთ

“Zurab Girchi Japaridze 2022 წლის მარტში გავიცანი. ახალდაბრუნებული ვიყავი უკრაინიდან. რამდენიმე საათი ვისაუბრეთ. რაც ახლა ხდება საქართველოში, ყველაფერი მაშინვე ვთქვით რომ მოხდებოდა.
მიუხედავად ამისაო, მითხრა ზურამ, მე არსად წასვლას არ ვაპირებ, მიყვარს ეს ქვეყანა, აქ მინდა ცხოვრება და ბოლომდე აქ ვიქნებიო.
ზურას აქვს ის, რაც ყველაზე მეტად აკლია ქართულ პოლიტიკას – გულწრფელობა. არ მახსოვს რამე ისეთი ეთქვას, რასაც არ ფიქრობს. არ მახსოვს ენა მოეჩლიქოს.
კიდევ ერთი რამ აქვს ზურას, რაც ქართულ პოლიტიკას აკლია – დაბალი ეგო.
საკუთარი თავის, თუნდაც პარტიის და იდეოლოგიის გვერდზე გაწევა შეუძლია, როდესაც საქმე ეხება ყველას საერთო გადარჩენის საკითხს.
შარშან მთელი გაზაფხული ჰაერში იარაღის სროლით დადიოდა, როცა ტიტუშკები საცემრად ყველგან ხვდებოდნენ. ახლა უბრალოდ დაიჭირეს.
მისი ძმა, გია, საგარეო საქმეთა სამინისტროდან თავის დროზე მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს რომ მისი ძმა იყო; მისი ცოლი იმავე სამინისტროდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ მისი ცოლი იყო.
ამ ბრძოლაში ამ კაცს არაფერი ხეირი არ ჰქონია, გარდა მუდმივი დევნისა და ოჯახზე გადასული საფრთხისა. რავი, ვინც ამას ვერ ხედავთ, აბა რას ხედავთ? ალბათ გჭირდებათ რომ კაცი ცოცხლად გატყავებული ნახოთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის უწესიერესი კაცი.
მისი ყოფილი თანაპარტიელებისა და მეგობრების ვიდეო ვნახე. გული ამერია,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორისკოსი, პროფესორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ