სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა, რომ შევედით შეხვედრაზე, გვითხრა, ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო – ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი დეპუტატებს

სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა, რომ შევედით შეხვედრაზე, გვითხრა, ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო – ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი დეპუტატებს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მმართველობის პერიოდზე ისაუბრა. ჯაფარიძემ გაიხსენა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, როდესაც იგი საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტში მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა შეხვედრაზე პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ ისეთი ტყვიები ჰქონდა შემოტანილი, რომ რვა თვე ფეხზე ვერ გაივლიდნენ. “ჩვენთვის მაინც პარლამენტის თავმჯდომარე [ნინო ბურჯანაძე] იყო ნათელი წერტილი, რადგან სხვასთან არავისთან, კომუნიკაცია არ გვქონდა.
ერთადერთი, მივდიოდით ნინო ბურჯანაძესთან და რაც შეეძლო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობდა რომ დაგვხმარებოდა. ეს იყო ერთადერთი მისასვლელი ადგილი [ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების] მთლიან ხელისუფლებაში. ერთხელ, სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა. დღეს რომ მიტინგის დასაშლელ ტყვიებზე საუბრობენ, შეხვედრაზე რომ შევედით, როგორი კომუნიკაცია ჰქონდა [სააკაშვილს] ჩვენთან: თვალებში გვიყურებდა მე და ლაშა ნარჩემაშვილს, პარლამენტის წევრს და ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო – ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი, 17 თუ 18 კაცი ვესწრებოდით შეხვედრას, დეპუტატები, პარლამენტის წევრები.” – აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.
Previous: მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება და კიდევ უფრო მტკივნეული იყო ქალების დაპატიმრება. ნელი ნავერიანი სვანებმა არ გაატანეს. ამიტომ, გამოიგზავნა ვერტმფრენი და აწიეს ჰაერში. ასე ვთქვათ, სვანეთს ქალი მოსტაცეს-ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზეც ქართველი კაცის ღირსება დგას