„არ ჩანს არაფერი რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“ – ყაველაშვილი ჯაფარიძის დაკავებაზე

იმედი LIVE-ის ეთერში ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას გამოეხმაურა.
„ახლა ჯაფარიძე რასაც აკეთებს, რისთვის აკეთებს? აქამდე რატომ არ განახორციელა რამე გრანდიოზული, რომ შეეწინააღმდეგა ამ ხელისუფლებას, რუსეთისკენ მიჰყავთო და რას აპირებს და როგორ აპირებს? გადახდით ან არ გადახდით განწყობა უნდა შექმნას, რომ, აი, რა? მაგარი ბიჭია? რას აპირებენ და როგორ აპირებენ?
არ ჩანს არაფერი მსგავსი რომ [მისი დაკავება] პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სახელმწიფო ვალდებულია, რომ რეაგირება მოახდინოს. ეს არის და ეს.
ეს რისთვისაა განპირობებული? რომ იყვირონ, რომ ‘ნახე პოლიტიკოსი დააკავა და ნახე როგორი დესპოტია და ნახე როგორ ექცევა პოლიტპატიმრებს' და თქვენ რომ მე კითხვა დამისვათ, რომ ‘როგორ აპირებთ ახლა ცხოვრებას, ან ურთიერთობას ევროკავშირთან? აგერ პოლიტპატიმრები გყავთ და იძახიან, რომ აქ პოლიტიკოსები დააკავეთ“, – თქვა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო