თბილისში სანტა კლაუსთან და თოვლის პაპასთან ერთად Дед Мороз-ის და Снегурочка-ს გამოძახებაცაა შესაძლებელი – ვისი სტუმრობა ღირს ყველაზე ძვირი

ახალი წელი წარმოუდგენელია თოვლის პაპის და საჩუქრების გარეშე. შესაბამისად, თოვლის პაპის გამოძახების სერვისი 31 დეკემბერს განსაკუთრებით მოთხოვნადია.
„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რა ღირს თბილისში თოვლის პაპის გამოძახება.
როგორც გავარკვიეთ 31 დეკემბრის საღამოდან 1-ელი იანვრის ღამის განმავლობაში ფასები დროის მიხედვით იცვლება. საცხოვრებელს სახლში თოვლის პაპის, იგივე სანტა კლაუსის სტანდარტული ვიზიტი 15-20 წუთის განმავლობაში გრძელდება. საჩუქარს თავად სერვისით მოსარგებლე ყიდულობს.
18:00 და 19 საათი – 200 ლარი
20:00 საათი – 250 ლარი
21:00, 22:00 და 23:00 საათი – 300 ლარი
24:00 საათიდან – 350 ლარი
შესაძლებელია ასევე ქართველი თოვლის პაპის გამოძახებაც ჯოხით, თუმცა ამ შემთხვევაში ფასი განსხვავებულია და სერვისით მოსარგებლეს მინიმუმ 400 ლარის გათვალისწინება მოუწევს.
თბილისში ასევე მოქმედებს რუსი „ძედ მაროზის“ და „სნეგურაჩკას“ გამოძახების სერვისი.
ამ შემთხვევაში, 31 დეკემბერს:
19:00 საათიდან 23:00 საათამდე ვიზიტის ფასია
5 წუთი – 110 ლარი
20 წუთი – 250 ლარი
30 წუთი – 320 ლარი
ახალი წლის ღამეს – 1-ელ იანვარს ვიზიტის ფასია
01:00 საათიდან 03:00 საათამდე
5 წუთი – 110 ლარი
20 წუთი – 270 ლარი
30 წუთი – 330 ლარი
„ძედ მაროზთან“ და „სნეგურაჩკასთან“ ერთად ახალი წლის შეხვედრაც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში ვიზიტი 50 წუთს გრძელდება და 600 ლარი ღირს.

ასევე დაგაინტერესებთ