“დღეს საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა” – მიჰკელსონი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე ზურა ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება:
დღეს საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა სამართლიანობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ, როდესაც უკანონოდ დააკავა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, დროა, დემოკრატიული ერები სიტყვებით არ შემოიფარგლონ, ივანიშვილის რეჟიმს სანქციები დაუწესონ და თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხს მომავლის დაბრუნებაში მხარი დაუჭირონ. გაათავისუფლეთ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმარი!”-წერს მიკჰელსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ დამფუძნებლებმა თანათავმჯდომარე კახი სამხარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც სამხარაძემ ორგანიზაცია დატოვა