იაგო კაჭკაჭიშვილი – კობახიძე ამბობდა, ჩვენთვის დუმილიც კი სასარგებლოაო, ალბათ, გაიხსენა ცნობილი ანდაზა: „დუმილი თანხმობის ნიშანია“, მაგრამ რუბიოს განცხადებამ ცივი შხაპი გადაასხა – ეს არის პირდაპირი ან ირიბი პასუხი წერილზე

[მარკო რუბიოს განცხადება] არის პირდაპირი ან ირიბი პასუხი კობახიძის წერილზე , – ამის შესახებ სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა.
იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, -ს მთავრობა რუბიოს სახით დღეს აცხადებს, რომ საქართველოს ჰყავს ანტიამერიკული ხელისუფლება.
„ირაკლი ამბობდა, რომ დუმილიც კი სასარგებლოა ჩვენთვისო. ალბათ, ცნობილი ანდაზა გაიხსენა, „დუმილი თანხმობის ნიშანია“, გვეთანხმება სახელმწიფო დეპარტამენტიო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუბიოს განცხადებამ მას ცივი შხაპი გადაასხა. პრინციპში ეს არის პირდაპირი ან ირიბი პასუხი კობახიძის წერილზე. აშშ-ს მთავრობა რუბიოს სახით დღეს აცხადებს, რომ საქართველოა რის მნიშვნელოვანი რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, ეს ერთი და მეორე, საქართველოს დღეს ჰყავს ანტიამერიკული ხელისუფლება. ანტიამერიკულია არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩინეთთან და რუსეთთან თანამშრომლობს, არამედ იმიტომ, რომ დემოკრატიას უღალატა“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
როგორც იაგო კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, აშშ-ს მთავრობა და სახელმწიფო დეპარტამენტი იმოქმედებს კონგრესის პარალელურად და მათ შორის დისონანსი არ იქნება.
„ჯო უილსონის მიერ შეკითხვა სრულიად მკაფიოდ იყო დასმული საქართველოს კონტექსტში და რუბიომაც საქართველოს კონტექსტში უპასუხა და როგორც მოცემულობა, ისე გამოაცხადა ორი ამბავი: ერთი ის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ანტიამერიკული მთავრობა და მეორე, საქართველო არის მნიშვნელოვანი რეგიონი ამერიკისთვის. ეს ორი რამ რუბიოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია. მან თქვა, რომ კითხვები დაისმის იმასთან დაკავშირებით, რა უნდა მოიმოქმედოს ამერიკის მთავრობამ და სახელმწიფოს დეპარტამენტმა წინა ორი ფაქტის, როგორც მოცემულობის, გათვალისწინებით. ეს საკმაოდ მძიმე განცხადებაა „ქართული ოცნებისთვის“ და ეს კიდევ უფრო მეტად აჩენს მოლოდინს, რომ აშშ-ს მთავრობა და სახელმწიფო დეპარტამენტი იმოქმედებს კონგრესის პარალელურად და მათ შორის დისონანსი არ იქნება“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.