გალანთი: შვიდი სხვადასხვა მხრიდან გვესხმიან, ექვსგან უკვე პასუხი გავეცით

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ განალთის თქმით, ისრაელს შვიდი სხვადასხვა მხრიდან ესხმიან თავს და ს არმიამ უკვე ექვსგან პასუხი გასცა მტერს.
“ჩვენ მრავალფრონტიან ომში ვართ. შვიდი სხვადასხვა მხრიდან გვიტევენ: ღაზა, ლიბანი, სირია, [დასავლეთ სანაპირო], ერაყი, იემენი და ირანი”. – თქვა გალანთმა ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის შეხვედრაზე.
“ექვსგან უკვე გავეცით პასუხი და აქ გარკვევით ვამბობ: ნებისმიერი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს პოტენციური სამიზნეა, არავისთვის არსებობს იმუნიტეტი”. – განაცხადა მან.