სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, -ს გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აეკრძალა – საია

თბილისის საქალაქო სასამართლომ დროებითი განკარგულება გამოსცა, რითაც შინაგან საქმეთა () სამინისტროს აუკრძალა გათავისუფლებული თანამშრომლის, გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირი დანიშნოს. ამ ინფორმაციას რაზმაძის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.
გოგა რაზმაძე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტიდან 10 ნოემბერს გაათავისუფლეს. რაზმაძის გათავისუფლების შესახებ დასკვნა უწყების გენერალურმა ინსპექციამ მოამზადა. იქამდე, თვეების განმავლობაში, რაზმაძე სწორედ გენერალური ინსპექციის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობასა და რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრობდა. ამის შემდეგ რაზმაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, სამსახურში აღდგენა, დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
გარდა ამისა, რაზმაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სასამართლოში რაზმაძის ინტერესებს საია იცავს.
“წარდგენილი საჩივარი შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა, მატერიალური და პროცედურული ნაწილი) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში, მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა) მე-13 მუხლთან (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება) ერთობლიობაში, მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში და მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლება”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ