რუბიოს არ უთქვამს, რომ “ქართული ოცნება” არის ანტიამერიკული ძალა. ძალიან გულით მინდოდა, რომ ეს ეთქვა, მაგრამ რაც არ უთქვამს, იმას ნუ დავაბრალებთ, მანდ თქვა რომ მიმდინარეობს ამის კვლევა, მთავარი განცხადების ამ ნაწილში ისაა, რომ შეკითხვაზე მან პასუხი დაიწყო ამერიკისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებზე საუბრით, მას არ უთქვამს, რომ ქართული ოცნება ანტიამერიკულია, მაგრამ მან პასუხის გაცემა დაიწყო ამერიკის მტრებზე საუბრით. ძნელი მისახვედრი არ არის, ემოციურად რა განცდას იწვევს მისთვის, მას არ დაუწყია საუბარი ამერიკის მეგობრებზე, მან დაიწყო საუბარი ამერიკის მტრებზე. ოცნების ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები დასურათხატებულია უკვე, თეორიის დონეზე კი არ არის… ის ფოტო, სადაც კობახიძე სულელის, გაღიმებულის სახით დგას, დიახ, ამერიკის მტრებთან, იმათთან, ვინც ისრაელის ორი დიპლომატი ააფეთქა დღეს ვაშინგტონში, ჰყვირიან სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს – აი, ამ ფოტომ მოიარა მთელი მსოფლიო. ეს ფოტოა იმის მაგალითი, რატომაა ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის მატარებელი ქართული ოცნება.
