ტვ პირველის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გასული წლის 22 დეკემბერს ვარკეთილში, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული მიშო ქავთარაძის მამა, გელა ქავთარაძე დააკავეს.
საუბარია 27 წლის ბიჭის გახმაურებულ მკვლელობაზე, რომელშიც მედიის ცნობით, სპეცრაზმელები ფიგურირებენ.
მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში, მამის თვალწინ მოკლეს, მამა კი დაჭრეს.
შვილმკვდარი მამა, სასამართლოს ეზოში პოლიციამ დღეს დააკავა, მოგვიანებით კი გამოუშვა. გომელაურის პოლიციას მიშო ქავთარაძის მამა, სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებში აერია.
