ბადრი ჯაფარიძე – სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონოა – ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება

სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ, უკანონო პროცესია – ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება ,- ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია როგორც კონსტიტუციის, ისე კანონის დარღვევითაა შექმნილი.
“სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო პროცესია. საგამოძიებო კომისია კონსტიტუციის 42-ე მუხლის დარღვევით და კანონის სრული იგნორირების საფუძველზე შექმნილი და უკანონო კომისიის, უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაზე არ მისვლის გამო ადამიანის გასამართლება არის პირდაპირ, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ასე შეიძლება შეფასდეს დღევანდელი სასამართლო პროცესი. ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“