უკვე რამდენიმე კვირაა, მედია ბექჰემების ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს – დევიდ ბექჰემის 50 წლის იუბილეზე ბრუკლინ ბექჰემი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელცი არ მისულან. აღსანიშნავია, რომ 1 თვის წინ დევიდ ბექჰემმა იუბილესთან დაკავშირებით წვეულება წინასწარ მოაწყო. წვეულებას ვიქტორია, მათი შვილები და ბიჭების შეყვარებულები ესწრებოდნენ. თუმცა, არც იმ საღამოს ბრუკლინი და ნიკოლა ოჯახთან ერთად არ ყოფილან.
იმასაც ამბობენ, რომ ახალი დაპირისპირების მიზეზი რომელო ბექჰემის ახალი შეყვარებული – კიმია, რომელიც ადრე ბრუკლინ ბექჰემს ხვდებოდა. ბრუკლინი ამ სიახლემ გააღიზიანა და ძმას სთხოვა, რომ კიმს დაშორებოდა. როგორც აღმოჩნდა, რომეომ ძმის რჩევა არ გაითვალისწინა და ვიქტორიას ჩვენებაზე რჩეულთან ერთად გამოჩნდა.
ნიკოლა პელტზი
ნიკოლა პელტზი არის ამერიკელი მსახიობი და მოდელი, რომელიც ცნობილია ფილმებიდან, მაგალითად, Transformers: Age of Extinction და ტელესერიალებიდან, მაგალითად Bates Motel. მისი ოჯახის ბიზნესიც საკმაოდ წარმატებულია, რადგან მისი მამა, ნელსონ პელტზი, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია ამერიკაში.
ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტზის ურთიერთობის შესახებ 2020 წელს გახდა ცნობილი.
მათი ქორწილი 2022 წლის 9 აპრილს გაიმართა და ის იმ საოცარი და განსაკუთრებული წვეულებების სიაში შედის, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
ქორწილი გაიმართა პელტზების საოჯახო სახლის ტერიტორიაზე, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს. მათ ქორწილისთვის აირჩიეს მდიდრული, ლამაზი და ისტორიული ადგილები, დეკორაციებში გამოყენებული იყო უამრავი ნატურალური ელემენტი – ყვავილები, ძვირფასი ქვები და ქსოვილები.
ქორწილის დღეს ნიკოლა პელტზმა Valentino-ს ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და განსაკუთრებული საქორწინო კაბა შეარჩია. ქორწილს უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ვიქტორია და დევიდ ბექჰემი, გვენ სტეფანი, ელისა კუპერი…
როცა ნიკოლა პელტზი და ბრუკლინი დაქორწინდნენ, ვიქტორია და ნიკოლა ერთმანეთთან მეგობრობდნენ და საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ მათ შორის მცირე გაუგებრობა შეიქმნა, რაც ნაწილობრივ მედიის ჭორების გამო იყო. ხშირად იწერებოდა, რომ რძალ-დედამთილს შორის პირველობისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა, რომ ნიკოლას ოჯახში “მთავარი ქალის” სტატუსი სურდა.