“დღეს ზურა ჯაფარიძეს თუ დააპატიმრებენ…” – რას წერს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, :
დღეს ზურა ჯაფარიძეს თუ დააპატიმრებენ, ვიღაცეები ალბათ მეამიტი სახით დაიწყებენ მტკიცებას, რომ რა შუაშია პოლიტიკა და პოლიტიკური მართლმსაჯულება, გადაეხადა გირაო და არაფერი იქნებოდაო … ხოდა, გავიგე რომ მოგწონთ სულელის თამაში, მაგრამ არ არსებობს ეს სასამართლო საქმე უბრალოდ არ არსებობს!!! ოცნებამ რაღაც გამოიგონა, მერე იმას რაც გამოიგონა სისხლის სამართლის საქმე დაარქვა და სასამართლოს ინსტრუმენტად იყენებს იმ პანიკის, შიშის გასაძლიერებლად რასაც აგერ რამდენი ხანია თესავს საზოგადოებაში – რასაც უნდათ იმას იზამენ, როგორც უნდათ ისე მოიქცევიან და პასუხს ვერავინ მოსთხოვთ. ამასობაში, ახლა, ამ პოსტს რომ ვწერ, ზუსტად ამის გამო თურმე უცხო ქვეყნის აგენტი ვარ და მხოლოდ ამის გამო უნდა დავრეგისტრირდე და თუ არ დავრეგისტრირდები მერე მეც დამიჭერენ და ასე უსასრულოდ. და მერე ის ხალხი ისევ სულელს ითამაშებს, რა მოხდა მერე გადაეხადა, დარეგისტრირებულიყო, შუბლზე ტატუ გაეკეთებინა”აგენტი ვარ” და არაფერი მოხდებოდა, არც არავის დაიჭერდნენ და ასე უსასრულოდ. მხოლოდ იმაზე დაფიქრდით, რომ ხვალ თქვენც რაღაცას დაწერთ, ან მეგობარს ეტყვით, ან გაიფიქრებთ და თქვენს წინააღმდეგადაც ასევე მოიგონებენ სისხლის სამართლის საქმეებს … და მერე კი იცით რითიც დასრულდება ეს ისტორია ….

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს