პოლიცია სასამართლოს დერეფანს ხალხისგან “წმენდს”

პოლიცია და მანდატურები საქალაქო სასამართლოს დერეფანს იმ მოქალაქეებს და მედიას ატოვებინებენ, რომლებმაც მოახერხეს შენობაში შესვლა. სასამართლოში 15:00 საათზე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა ჯერჯერობით სხდომა არ დაწყებულა. რადგან პოლიცია მოქალაქეებს პროცესზე შესვლას უზღუდავს.
შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში ჯაფარიძის საქმის განხილვა უნდა დაიწყოს. “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, რომელსაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას ედავებიან, სავარაუდოდ დააკავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა თავაძე – ქართულმა სახელმწიფომ დაიცვა თავისი მიწა-წყალი ისე, რომ თმის ერთი ღერი არავის ჩამოვარდნია – მარტო გახარია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და არ მიუღია, ჩართული იყო ყველა უწყება, ასევე, ევრომონიტორები