„ბანკი იცავდა და იცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს“ – საქართველოს ბანკი

რუსული kommersant.ru ТАСС-ზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ საქართველოს ბანკმა ს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დააწესა და მათ კლიენტებს 300 ფუნტ სტერლინგზე ძვირად ღირებული ნივთების შეძენა შეუზღუდა. გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილება ბანკის ვალდებულებას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო სანქციების შესრულებას ითვალისწინებს.
,,ბანკის პრესსამსახურში ТАСС-ს აცნობეს, რომ ბანკი ითვალისწინებდა და ითვალისწინებს -ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სანქციების მოთხოვნებს.”- წერს kommersant.ru.
ჩვენ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ს პრესსამსახურს დავუკავშირდით, სადაც წერილობით გვიპასუხეს, რომ ,,საქართველოს ბანკი იცავდა და იცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს.” ბანკში ამ ეტაპზე მეტ განმარტებას და კომენტარს არ აკეთებენ.
მანამდე РБК-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბანკმა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბანკის კლიენტები არიან, დააწესა შეზღუდვები ნივთების შეძენაზე, თუ მათი ღირებულება აღემატება 300 აშშ დოლარს, 300 ევროს ან 300 ფუნტ სტერლინგს (გადახდის ვალუტის შესაბამისად).