“ეს არის ბრძოლა? ვის ვატანთ ჯაფარას, ხალხო, რისთვის ვატანთ?” – მეგი გოცირიძე

ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:
თუ ვამბობთ, რომ ვართ რუსებთან ბრძოლაში, მაშინ როგორ არის, რომ ტყვეებს ვატანთ საკუთარი ნებით?! გაგებით ვეკიდებით, რომ კიდევ ერთი ტყვე უნდა მივგვაროთ?! სად ვიბრძვით ხალხო, მარშებზე, რომელიც ღრმად ჰკიდია რეჟიმს, თავისას მიერეკება და მშვიდად ახდენს სრულიად ქვეყნის ოკუპაციას ? ყოველ საღამოს რუსთაველის გადაკეტვაა ბრძოლა თუ მიშასთან ბრძოლას ეძახით რუსულ ოცნებასთან ბრძოლას?! წარმოუდგენელია, აქეთ მილიონი ადამიანი ვიყოთ, იქეთ ერთი მუჭა რუსის ხროვა და თუნდაც იმ ხალხის ნახევრის მობილიზება ვერ შევძლოთ, ვინც გარეთ გამოდის სხვადასხვა დროს და არ გავატანოთ ჯაფარა, მაშ ბრძოლა რაღაა, მაშ სად გადის ზღვარი, მაშ როგორღა და სადღა უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ თუ აქ და ახლა არა?! ხვალ ჯაფარას ვატანთ, ზეგ მელიას, მაზეგ გვარამიას, მერე გივის, ნანუკას, ბადრის და მამუკას ?! ვის ვატანთ ხალხო, რისთვის ვატანთ? ეს მილიონი კაცი, ვართ რეალურად თუ ფეიკია ეს ყველაფერი? 26 მაისს გამოდითო და ჰო, გამოვალთ და რა მერე, ჯერ არ გავსულვართ თუ ვინმეს ეშინია, ჩვენი გასვლის და სახლში მშვიდად წასვლის? ეს არის ბრძოლა?! მოლთან ხომ კინაღამ დამიჭირეს წინააღმდეგობის გაწევის გამო, ორი ბიჭი რომ არ გადამფარვოდა და წინ ჩოჩქოლს არ გადავერჩინე 4 შვილიშვილის ბებია და რუსთაველზე გზის გადაკეტვის გამო თავს ვერ დავაჭერინებ, შარში ვერ გავხვევ ჩემებს, მაგრამ გავიდეთ ჯაფარას გადასარჩენად, გავიდეთ ტყვეობიდან დასახსნელად და ბრძოლაში შევიდეთ ათასობით პატრიოტი რუსებთან, ჩემდა თავად წინ არ დამდგომის დედა ვატირე და უკან დამხევის კიდე ზემოდან !!! ჯაფარას არ გატანება, პროცესის პარალელურად სასამართლოს გადაჭედილი ეზო ათიათასობით პატრიოტით, მეგაფონებითა და საყვირებით, მერე არ დაშლა და პროცესის დაწყება თუ გამწვავება გადაარჩენს დანარჩენ ტყვედ ასაყვანებს და აყვანილებსაც … პ.ს. ვიცი, სტატუსების გამო იჭერენ ხალხს, არ გამოვრიცხავ რომ მოწოდებაში ჩამითვალონ ეს პოსტი და მეც დამიჭირონ, მაგრამ არ მეშინია? მეშინია-როგორ არ მეშინია რუსების ტყვეობაში ჩავარდნის, მაგრამ იმის უფრო მეშინია, ჩემი შვილიშვილები კადიროვის ჩეჩნეთში , რომელიმე ქოცის შვილს თვალში რომ არ მოუვა ჩემს გამო, ან ბაბუამისის პოზიციის გამო, ან მშობლების გამო …. თქვენ არ გეშინიათ? ვისაც გეშინიათ გავიდეთ სასამართლოსთან, რომელ პარტიასაც ფული გაქვთ და ხომ ვიცით, რომ გაქვთ, გადაურიცხეთ გზის ფული რეგიონებში სანდო ხალხს , მებრძოლ პატრიოტებს და საბრძოლველად დაუძახეთ, დაუძახეთ თანამებრძოლი ჯარისკაცის გადასარჩენად “ყველა ერთისათვის” პრინციპით, მშვიდობიანი ხმაურითა და სიმრავლით გადავარჩენთ ჯაფარასაც და ქვეყანასაც და თუ რომელიმე პეროკრატი კვლავ ბევრს გაახურებს, იქვე ღრმად გავუკეთოთ ის მოძველებული სუსის პერო და გავუყენოთ რუსსკი კარაბლის გზას!