დავით მათიკაშვილი – იმ სრულიად პროვოკაციულ და ტყუილებით გაჯერებულ კითხვაზე, რომელიც ანტიქართული განწყობებით სავსე ჯო უილსონმა დაუსვა მარკო რუბიოს, საკმაოდ აბსტრაქტული პასუხი იყო გაცემული – ნახსენები არ იყო არც „ქართული ოცნება“ და არც საქართველო

იმ სრულიად პროვოკაციულ და ტყუილებით გაჯერებულ კითხვაზე, რომელიც ანტიქართული განწყობებით სავსე ჯო უილსონმა დაუსვა მარკო რუბიოს, საკმაოდ აბსტრაქტული და ზოგადი პასუხი იყო გაცემული – ნახსენები არ იყო არც „ქართული ოცნება“ და არც საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან -ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი განცხადებით, მარკ რუბიოს პასუხი ნიშნავს იმას, რომ მთლიანად რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებელი პოზიციაა და მათი მხრიდან გარკვეული გარემოებებისა და მტკიცებულებების მოკვლევა-მოძიება ხდება.
„საუბარი იყო იმაზე, რომ აშშ იკვლევს კონკრეტულ გარემოებებსა და მტკიცებულებს, ის ეყრდნობა ადგილობრივ ბიუროებს და ისე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კონტექსტის მოძიებაა, თუ რა კონტექსტში იყო ეს ყველაფერი ნათქვამი, რაზე საუბრობდა მარკ რუბიო მანამდე. როგორც კი დაიწყო მან კითხვაზე პასუხის გაცემა, სწორედ ეს სიტყვები თქვა: „მე როგორც უკვე მოგახსენეთ, როგორც აქამდე ვამბობდი, მოცემულობა, რომ აშშ-მ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს იმ ხელისუფლებაზე, რომელიც ანტიამერიკულია, ეს ბუნებრივია, შეერთებული შტატების ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, როგორც თანამედროვე ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია…“ ეს პასუხი ნიშნავს იმას, რომ მთლიანად რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებელი პოზიციაა და მათი მხრიდან გარკვეული გარემოებებისა და მტკიცებულებების მოკვლევა-მოძიება ხდება. თუკი ჩვენ ცალსახად შევხედავთ და გავიაზრებთ ისტორიულ ჭრილში ჩვენსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, აქ რა თქმა უნდა, სულ ტყუილად უხარიათ რადიკალებს, რომლებიც ზეიმობენ ამ განცხადებას…
ბუნებრივია, რომ აშშ-ში ახალ ხელისუფლებას სხვა დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს და ამიტომაც, რეგიონთან მიმართებით ხდება ამ საკითხების მოძიება და მათ არანაირი კონკრეტული და ცალსახა პოზიცია არ აქვთ ჩამოყალიბებული. ამასვე ადასტურებს ელჩის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე. ეს რადიკალების ჟრიამული არის მათი მხრიდან იმ სიტყვების მოსმენა, რომელიც მათ სურთ და არა რეალურად რაც იყო ნათქვამი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ რეგიონთან მიმართებითაც არ აქვს მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.