ვანო მერაბიშვილი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი – ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო

ვანო მერაბიშვილი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი – ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო
“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბიზნესმენმა, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მისი უფლებების შელახვის ფაქტებზე საუბრისას გაიხსენა ვანო მერაბიშვილის მიერ მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარები.
მეგუთნიშვილის თქმით, მერაბიშვილი, მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პერიოდში მას ორჯერ დაუკავშირდა და უთხრა, რომ USAID-ს პროექტის მიხედვით ნაკვეთების აზომვაში აღებული თანხის 20 პროცენტი, ნაღდი ფულის სახით, უკან უნდა დაბრუნებულიყო.
“ვანო მერაბიშვილი, ერთი პერიოდი იყო მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე, მე ვიყავი კახეთის მხარის მართვის სამმართველოს უფროსი. USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, შევარდნაძის ხელმოწერილი საკუთრების მოწმობები რომ რიგდებოდა, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი. ჩამოვიდა ჯგუფი, რომელიც არაფრის გაგებაში არ იყო, ამ ნაკვეთებს ჩეხდნენ, ჭრიდნენ, იმიტომ, რომ რაც მეტი დოლარი იქნებოდა, მით უკეთესი და ფულს ხელზე ატანდნენ. იქიდან ჩემთან, პირადად ორჯერ აქვს ვანო მერაბიშვილს დარეკილი, რომ შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო. პირადად აქვს ჩემთან დარეკილი, როგორც მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარეს. USAID-ი აფინანსებდა, ეგენი მართავდნენ. ერთი ნაკვეთის აზომვა ღირდა მაშინ 1 დოლარი, დღეში 100 ნაკვეთი რომ გაკეთებულიყო, 100 დოლარი იყო, 500 ნაკვეთი – 500 დოლარი. ამაზე ხალხი მუშაობდა, ვისაც ხელფასი უნდა აეღო და მერე ხელფასზე აკლდებოდა გაწეული სამუშაოს 20% და ის 20 პროცენტი უკან მიჰქონდა მას, ვინც ამ სამუშაოს შემსრულებელი იყო.” – განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.
Next: სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ