დათო გამყრელიძე რომ გამოდის და “არა რუსულ კანონს” ყვირის, სჯობს მოიკითხოს, მის ოფისში, “ალდაგში”, როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში

დათო გამყრელიძე რომ გამოდის და “არა რუსულ კანონს” ყვირის, სჯობს მოიკითხოს, მის ოფისში, “ალდაგში”, როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში
კამერების, ვიდეოთვალის მთავარი დანიშნულებაა, რომ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ეყენოს, რომ გაკონტროლდეს ყველა მხრიდან პერიმეტრი. მკვლელობის მომენტში, მელიქიშვილზე, “ალდაგის” ორივე კამერა ეყენა ერთნაირი მიმართულებით და იყურებოდა ვაკისკენ, – ამის შესახებ ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საუბრისას, მისმა შვილმა, რუსუდან შარაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
რუსუდან შარაძის თქმით, აღნიშნული სათვალთვალო კამერების გარდა, შანიძის ქუჩაზე დამონტაჟებული მესამე კამერა შეტრიალებული იყო საცხოვრებელი კორპუსისკენ, რითაც, დამალეს მკვლელის სახე, ვინაიდან, გურამ შარაძისთვის სროლის შემდეგ, მკვლელმა სწორედ ამ ქუჩაზე აირბინა.
ამასთან, რუსუდან შარაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ “ალდაგის” უსაფრთხოების სამსახური გურამ შარაძის მკვლელობის თანამონაწილეა და მიმართავს დავით გამყრელიძეს, “არა რუსულ კანონს” ყვირილის ნაცვლად, ის მოიძიოს, რომ მის ოფისში გურამ შარაძის მკვლელები არიან.
“ამით დამალეს მკვლელის სახე, იმიტომ, რომ როდესაც მკვლელი კადრში შემოდის, ის მხოლოდ ზურგიდან ჩანს. ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. მესამე კამერა, რომელიც შანიძის ქუჩაზე ეყენა, წესით, სულ მცირე, გზას მაინც ხომ უნდა უყურებდეს, თუ მთელ პერიმეტრს, ტროტუარებით არ უყურებს. ეს კამერა იყო შეტრიალებული ტროტუარისკენ, სადაც სადარბაზოები ჩანს, ამით იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად ამ გზაზე აირბინა მკვლელმა და ის დამალეს. ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ “ალდაგის” უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე – შეიძლება მთელი შემადგენლობით არა, მაგრამ ნაწილი მაინც. ბატონი დათო გამყრელიძე რომ გამოდის და “არა რუსულ კანონს” ყვირის, ჯობია ის მოიძიოს და მოიკითხოს, მის ოფისში როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში. გთხოვთ, ვინც მისმენთ, გადაეცით დათო გამყრელიძეს, რომ მის კომპანია “ალდაგში” არიან გურამ შარაძის მკვლელები.” – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია