იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრა გამართა. პაატა სალიამ ჭოუ ციენს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საელჩოს პირველი მდივანი ვანგ ტანი და საელჩოს ატაშე ჩენ ჩუეიპინი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა