ტრამპის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ე.წ. “დიფ სთეითის” კიდევ ერთი “რებრენდიგირებული” მოკავშირეა და არა მისი ოპოზიცია

ტრამპის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ე.წ. “დიფ სთეითის” კიდევ ერთი “რებრენდიგირებული” მოკავშირეა და არა მისი ოპოზიცია
დემოკრატიის ეროვნული ფონდის [NED] დაფინანსების აღდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.
ექსპერტი წერს, რომ NED-ი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია, რომელიც მთელ მსოფლიოში უცხო ქვეყნების მთავრობების ძირის გამოთხრას, სახელმწიფო გადატრიალებასა და ხელისუფლებების დამხობას ისახავს მიზნად.
ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ტრამპის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ე.წ. “დიფ სთეითის” მორიგი მოკავშირეა და არა მისი ოპოზიცია.
„როდესაც ჩვენ საკმაოდ რეალისტური და მოზომილი ოპტიმიზმი გვაქვს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციისადმი, რაც გამოწვეულია იმ საერთო ფასეულობებით, რომლებიც ჩვენს შორის ღმერთისა და ოჯახის მიმართ იდენტური დამოკიდებულებით არის განპირობებული. რაც შეეხება დანარჩენს – სიფრთხილე გვმართებს და ნებისმიერი “მოულოდნელობისადმი” საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. “დიფ სთეითის” დამარცხების თუ დასუსტების ხმამაღალი დაპირებების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ მოკლე ვადაში (10 მარტს) დემოკრატიის ეროვნული ფონდის დაფინანსების აღდგენა დააანონსა – ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ, ამის შესახებ უნდა გვახსოვდეს:
NED-ის „დაშლის“ შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, საერთაშორისო არენაზე ამერიკული პოლიტიკური ჩარევებისა და მიუღებელი რეჟიმების შეცვლის ფლაგმანმა ორგანიზაციამ თავის ოფიციალურ ვებსაიტზე 10 მარტს სიხარულით გამოაცხადა, რომ მისი დაფინანსება აღდგება.
NED-ი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია და ტრამპის ადმინისტრაციის (და მისი წინამორბედი ყველა ადმინისტრაციის) საგარეო პოლიტიკის გატარების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მთელ მსოფლიოში უცხო ქვეყნების მთავრობების ძირის გამოთხრას, სახელმწიფო გადატრიალებასა და ხელისუფლებების დამხობას ისახავს მიზნად.
გვეგონა, რომ ამერიკისთვის მიუღებელი “რეჟიმების” შეცვლის ეს ძირითადი ინსტრუმენტი „დაიშალა“, ან იატაკქვეშეთში გადაინაცვლა, მას შემდეგ, რაც MAGA-ს მხარდამჭერების ყურადღება სხვა საჭირბოროტო თემებზე გადაიტანეს. მაგრამ – ნურას უკაცრავად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტრამპის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ე.წ. “დიფ სთეითის” კიდევ ერთი “რებრენდიგირებული” მოკავშირეა და არა მისი ოპოზიცია.
საქართველოსთვის ეს არის გამოფხიზლების კიდევ ერთი “ცივი შხაპი”, მისი რეალური მხარდამჭერი ძალების გარშემო მობილიზაციის, მოდუნების უკუგდებისა და სიფრთხილის აუცილებლობის სიგნალი. არასდროს მიუტოვებია საქართველო უფლისკენ მიმავალ გზაზე მის ზეციურ მფარველებს და ამ ჯერზეც ჩვენს ამქვეყნიურ მოწინააღმდეგეებს ჩვენთან მიმართებით შეასუსტებს კიდეც და ახალ სიტუაციურ მოკავშირეებსაც გამოგვიჩენს,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო