საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცმა, სტუდია მონიტორმა და საქართველოს ამბებმა საკონსტიტიციო სასამართლოში წარადგინეს სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის” გაუქმება, ასევე, დავის დასრულებამდე კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერება.
საია-ს ცნობით, საკონსტიტუციო სარჩელში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად, კანონის აღმსარულებელ სუბიექტებს (ანტიკორუფციული ბიურო, პროკურატურა, სასამართლო) მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსიულებები, რაც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს.
“ქართული ოცნების ფარას დებულებები იმდენად ბუნდოვანია, რომ ქმნის რეალურ საფრთხეს, მოხდეს მისი გამოყენება დამოუკიდებელი ორგანიზაციების და ფიზიკური პირების გასაჩუმებლად და დასასჯელად. ამას ადასტურებს ის ფართო ინტერპრეტაციებიც, რომლებიც ამ კანონთან მიმართებით ბოლო ორი დღის განმავლობაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა გააკეთა.
იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კანონის ამოქმედებიდან წარმოშობილი მყისიერი და გამოუსწორებელი ზიანი, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმები”, – წერს საია.
