ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის საელჩოებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება

ისრაელის საელჩოებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად მომხდარი სროლის შედეგად, ისრაელის საელჩოების თანამშრომლების „ანტისემიტური მკვლელობით შოკირებულია“.
„ისრაელის წინააღმდეგ სისხლიანი ცილისწამება სიცოცხლის ფასად გვიჯდება და მათ წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. გავეცი ბრძანება, რომ მთელ მსოფლიოში ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდეს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ჩვენი სისხლის სამართლის დოქტრინა იცნობს პროვოკაციის ცნებას, ანუ როდესაც ადამიანი განზრახ ქმნის ან იწვევს თავდასხმის საფრთხეს, რათა შემდეგ თავდამსხმელზე ძალა (ან სხვა საშუალება) გამოიყენოს და…