ისრაელის პრეზიდენტი ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობაზე – ეს არის სიძულვილის, ანტისემიტიზმის საზიზღარი ქმედება

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ს საელჩოს ორი თანამშრომელი მოკვლის ფაქტს ეხმაურება.
ჰერცოგი აცხადებს, რომ განადგურებულია ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობით.
„ეს არის სიძულვილის, ანტისემიტიზმის საზიზღარი ქმედება. ჩვენი გულები დაღუპულთა ახლობლებთან არის.
ამერიკა და ისრაელი გაერთიანებული იდგებიან ჩვენი ხალხებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად. ტერორი და სიძულვილი ვერ გაგვტეხს“, – აღნიშნავს ჰერცოგი.