ვარკეთილში მიკროავტობუსის გატაცების გამო 2 პირი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი დააკავეს

პოლიციამ თბილისში, ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ორი პირი დააკავა – მათგან ერთი არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ავტომობილის გატაცების ფაქტის მოტივებზე არ საუბრობენ და არც იმას არ აკონკრეტებენ, დაკავებული პირები მუდმივად ცხოვრობდნენ თუ არა თბილისში.
მიკროავტობუსის გატაცების ფაქტი გუშინ, 21 მაისს, მოხდა. გატაცებული ავტომობილი არ იყო თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ნაწილი – ის კერძო მფლობელს ეკუთვნის. გამოძიების ვერსიით, ავტომობილის გატაცების შემდეგ გამტაცებლები ავტოსადგომზე მდგარ ოთხ ავტომობილს შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა