უნგრეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად

უნგრეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად. ამის შესახებ უნგრული მედია წერს.
უნგრული სასამართლოს მტკიცებით, იშტვან გოლომ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის დავალებით, უნგრეთში ისეთი საქმიანობა განახორციელა, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ჯაშუშობის დანაშაულს წარმოადგენს. სასამართლომ გოლო პატიმრობაში 21 ივნისამდე დატოვა.
მამაკაცი უნგრეთში საცხოვრებლად 1990-იან წლებში გადავიდა, თუმცა მას არ უფიქსირდებოდა ლეგალური შემოსავალი და ნასამართლეობის გამო ის უნგრეთში უკანონოდ იმყოფებოდა.
უნგრეთსა და ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშობდა. მაშინ უკრაინულ უწყებაში აღნიშნეს, რომ უცხოური დაზვერვა ცდილობდა აგენტურული ქსელის გაფართოებას. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც. სიარტომ უნგრეთის ჯაშუშური ქსელის გამოვლენას „უკრაინულ პროპაგანდა“ უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება