პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ „მესიჯბოქსი“ დილიდან ის იქნება, თითქოს რუბიოს განცხადება მტკიცებულებაა, რომ ზოგიერთი უცხოელი „მეგობარი“ საქართველოს დამოუკიდებელ კურსს ვერ ეგუება – ასე გამოიყურება ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი

„ქართული ოცნების“ მთავარი „მესიჯბოქსი“ დილიდან იქნება, რომ თითქოს, მარკო რუბიოს განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ზოგიერთი უცხოელი „მეგობარი“ ვერ ეგუება საქართველოს დამოუკიდებელ კურსს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქართული ხმით, რუსულ ნარატივს გაავრცელებს.
„მეგობრებო, რომ იცოდეთ, პროპაგანდის დონეზე ასე გამოიყურება ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი.
რუბიოს განცხადების გამო გუშინდელი დაბნეულობის შემდეგ, დღეს უკვე წინასწარ გეტყვით, როგორ მოტრიალდებიან „ქოცები“ და როგორ „აუხსნიან“ ხალხს სიტუაციას. მათი მთავარი „მესიჯბოქსი“ დილიდან იქნება, რომ თითქოს:
მარკო რუბიოს განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ზოგიერთი უცხოელი „მეგობარი“ ვერ ეგუება საქართველოს დამოუკიდებელ კურსს; ჩვენ ანტიამერიკულებად გვთვლიან მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ საქმეს ვაკეთებთ. ვირჩევთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და არა უცხო ძალების დირექტივებს; საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და ქართველი ხალხის ნების პატივისცემა ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტია. ჩვენ არ ვართ არც ანტიამერიკული, არც პროამერიკული – ჩვენ ვართ პროქართული ძალა; უცხოეთის ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში მიუღებელია. ჩვენი პოლიტიკური კურსი განისაზღვრება ქართველი მოქალაქეების მიერ და არა ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან თუ სხვა დედაქალაქებიდან; ვისაც საქართველო მართლაც უყვარს, ის პატივს სცემს ჩვენს არჩევანს დამოუკიდებელი და ღირსეული გზით განვითარებისა; „ქართული ოცნება“ აგრძელებს მუშაობას ქვეყნის მშვიდობისა და პროსპერიტეტისთვის, დამოუკიდებლად გარე ზეწოლისა.
ეს იქნება რუსული ნარატივი ქართული ხმით. ფორმით თითქოს ქართული საქმით, შინაარსით – პუტინის გზავნილით“, – წერს პაატა მანჯგალაძე.