“ელჩის კანდიდატურა წარდგენილია და მოველით, რომ აშშ-ის მხრიდან დასრულდება ის პროცედურები, რაც სჭირდება ელჩის კანდიდატურის მიღებას და დამტკიცებას” – მაკა ბოჭორიშვილი

“ელჩის კანდიდატურა წარდგენილია და მოველით, რომ აშშ-ის მხრიდან დასრულდება ის პროცედურები, რაც სჭირდება ელჩის კანდიდატურის მიღებას და დამტკიცებას” – მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის დანიშვნის შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, ეს პროცედურა უკვე დაწყებულია და იმედი აქვს, საქართველოს მალე ეყოლება ღირსეული წარმომადგენელი აშშ-ში.
“ნებისმიერ ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობებში საელჩოს და ელჩს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საელჩოებისა და ელჩების საქმიანობა, როდესაც საუბარი ეხება საქართველოს ინტერესების დაცვას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. როდესაც ჩვენ აშშ-ის ინტერესებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, აშშ-ის საელჩო დაიცავს ამერიკის ინტერესებს საქართველოში და, რა თქმა უნდა, ჩვენი საელჩო აშშ-ში არის იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები აშშ-ში და არამხოლოდ – ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ჩვენ საელჩოები გვაქვს.
ეს არის პროცესი, რომელსაც აქვს თავისი ეტაპები. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობს – ჩვენ არ დაგვიმალავს, ელჩის კანდიდატურა წარდგენილია და მოველით, რომ აშშ-ის მხრიდან დასრულდება ის პროცედურები, რაც სჭირდება ელჩის კანდიდატურის მიღებას და დამტკიცებას და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ საქართველოს ინტერესებს ჰყავდეს ღირსეული წარმომადგენელი აშშ-ში და იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
Next: “მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა