იაპონიაში მოგზაურობაზე მოთხოვნა მიწისძვრის შესახებ გავრცელებული წინასწარმეტყველებების გამო შემცირდა – CNN

მომავლის შიში ტურისტულ ინდუსტრიაზეც ახდენს გავლენას. 2025 წლის ივლისში მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ იაპონიაში მოგზაურობაზე მოთხოვნა საგრძნობლად შეამცირა. ამის შესახებ CNN ტურისტული სექტორის ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.
მოთხოვნის კლება, განსაკუთრებით, შეინიშნება ჩინეთიდან, ჰონკონგიდან, ტაილანდიდან და ვიეტნამიდან მომავალ ტურისტებში. ჰონკონგური ტურისტული კომპანია WWPKG-ის დირექტორის, სი-ენ იუენის თქმით, ტურისტული ნაკადი თითქმის განახევრდა და მოსალოდნელია, რომ შემცირება გაგრძელდება.
პანიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა იაპონელი მწერლის, რე ტაცუკის წიგნი „მომავალი, რომელიც მე ვნახე“. წიგნში აღწერილია ბუნებრივი კატასტროფები, მათ შორის ძლიერი , რომელიც 2025 წლის ივლისში უნდა მოხდეს. წიგნის პოპულარობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მკითხველებმა შინაარსი 2011 წლის ტრაგედიას დაუკავშირეს. მაშინ 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი ცუნამი და ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე ავარია გამოიწვია.
სეისმოლოგები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მიწისძვრების ზუსტი თარიღის განსაზღვრა მეცნიერებისთვის ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სოციალური მედიის გავლენა ტურისტების გადაწყვეტილებებზე ნამდვილად შესამჩნევია და საშიში პოსტები და კომენტარები მოგზაურობის გეგმებს ცვლის.