დონალდ ტრამპის შვილი მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს – Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსმა შვილმა დონალდ ტრამპ უმცროსმა კატარში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა, ერთ დღეს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ის „მართვის სადავეების გადაბარებას“ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თანამდებობას დატოვებს, ტრამპის შვილმა განაცხადა, რომ დაზუსტებით არ იცის, თუმცა „იქნებ ერთ დღესაც… მოწოდება არსებობს“.
„მე ყოველთვის ვიქნები ამ საკითხების ძალიან აქტიური მხარდამჭერი. ვფიქრობ, რომ მამაჩემმა ნამდვილად შეცვალა რესპუბლიკური პარტია“, – განაცხადა დონალდ ტრამპ უმცროსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?