– „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ძალიან დაბალი სტანდარტი აქვს – ამ ფურცელნახევრიანი ნაგლეჯიდან ვერ დავინახე, რომ რეკომენდაციები მაღალი სტანდარტით შესრულდება!

„ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ძალიან დაბალი სტანდარტი აქვს – ამ ფურცელნახევრიანი ნაგლეჯიდან ვერ დავინახე, რომ რეკომენდაციები მაღალი სტანდარტით შესრულდება! – ასე ეხმაურება მთავრობის სამოქმედო გეგმას ოპოზიციონერი დეპუტატი .
როგორც გოცირიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმაში არ ჩანს, თუ როგორ მოხდება სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირება და ამ მხრივ არსებული რეკომენდაციების შესრულება.
მისივე შეფასებით, დოკუმენტით ყველაფერი ელემენტარული რაღაცების შესრულებამდეა დაყვანილი.
„12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ უნდა გასძნელებოდა. ამ რეკომენდაციებით პარტნიორები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გვიბიძგებენ და ვნახეთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ესეც კი არ შეასრულა. აღმოჩნდა, რომ რეკომენდაციები ნაწილობრივადაც არ იყო შესრულებული.
შესასრულებლად ელემენტარულია ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაც. მაგალითად, დეოლიგარქიზაციის სტანდარტი ისე დაბლა დასწიეს, რომ იურიდიული პირების მიერ პარტიების აკრძალვამდე დაიყვანეს.
„ქართული ოცნება” მხოლოდ წვრილმანებს შეასრულებს, მაგრამ ისეთი საკითხები, რაც ამ პარტიის ძალაუფლებას შეარყევს, არ შესრულდება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ – ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

ირაკლი კირცხალია – ვსაუბრობთ ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე, რაც კონვერტირდება ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნის იდეაში – ეს არცერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს