ჯიმ რიშის სიტყვები კარგი გზამკვლევია ხელისუფლებისთვის და გამაფრთხილებელი გზავნილი ოპოზიციისთვის, მითუმეტეს, 26 მაისის წინ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას „-ის კაპიტოლიუმის პოლიცია უყოყმანოდ გააძევებს ყველა მომიტინგეს, ვინც ხელს შეუშლის მარკო რუბიოს მოსმენას, დამნაშავეებს კი დააპატიმრებენ“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ჯიმ რიშის ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლებისთვის კარგი გზამკვლევია, ოპოზიციისთვის კი გამაფრთხილებელი გზავნილი 26 მაისის წინ.
„სენატორმა ჯიმ რიშმა ამერიკელ ოპოზიციას მიმართა, რომ -ს პოლიცია უყოყმანოდ გააძევებს ყველა მომიტინგეს, ვინც ხელს შეუშლის მარკო რუბიოს მოსმენას, დამნაშავეებს კი დააპატიმრებენ. ამ სიტყვებზე ალბათ ყველას გაგვახსენდა შემოდგომის აქციებზე ცეცხლწაკიდებული პოლიციელები. მივესალმებით კანონის უზენაესობას ამერიკაში, მაგრამ ეს ის სენატორია, „მეგობარი აქტი“ რომ შეგვიდგინა და გვითხრა, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, რადგან ოპოზიციას რევოლუციის საშუალებას არ აძლევთო.
ჯიმ რიში გმობს ჩვენს ქვეყანაში კანონის აღსრულებას, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში სწორედ კანონის აღსრულებისკენ მოუწოდებს პოლიციას. რაც მათივე მითითებით შესაძლებელია საქართველოში, ის მკაცრად არის აკრძალული ამერიკაში. საქართველოში ხელისუფლების დამხობისკენ აქეზებს ოპოზიციას და საკუთარ ოპოზიციას დაჭერით ემუქრება. მოკლედ, ისე აერია თავგზა დასავლეთს, ვეღარ ხვდებიან, რომ მათი ყოველი განცხადება ჩვენს შემთხვევაში, ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. ჯიმ რიშის დღევანდელი სიტყვებიც კარგი გზამკვლევია ხელისუფლებისთვის და გამაფრთხილებელი გზავნილი ოპოზიციისთვის, მითუმეტეს, 26 მაისის წინ“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში