მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხივე პარტიის ლიდერები იქნებიან თუ რიგითი წევრები, რაც წააგეს , იმის მერე ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ რადიკალიზაციაზე, იმაზე რომ მათი დღის წესრიგია ქვეყანაში მოახდინონ კრიზისი, დესტაბილიზაცია, გამოიწვიონ ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გედევან ფოფხაძის გუშინდელ განცხადებას რადიკალიზაციის შესახებ. უმრავლესობის წევრმა „დღის ქრონიკაში“ მაყურებელს მაკკეინის ინსტიტუტის გაიდლაინი შეახსენა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ს გზით ვერ დაამარცხებს.
„რა თქმა უნდა, მათ უნდათ მსხვერპლი. მათ სჭირდებათ სიტუაციის დაძაბვა, რადიკალიზაცია, ვინაიდან იციან, რომ ლეგიტიმურად, არჩევნების რეჟიმში „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება შეუძლებელია, ვინაიდან ისინი არიან უსამშობლოები – ეს სახელი ტყუილად არ დავარქვით და ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, იდენტურობის შენარჩუნებისა და ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერების გარანტი. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამით ცხოვრობს, ეს არის მათ სისხლში, ეს არის მათ ძვლებში – შესაბამისად, ჩვენ ლეგიტიმურად ვერავინ მოგვიგებს არჩევნებს“, – მიიჩნევს მაჭავარიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის