დიდუბის რაიონის გამგეობა ცაბაძის ქუჩის მეოთხე კორპუსის მიმდებარედ არსებულ მოსასვენებელ სივრცეს სრულ რეაბილიტაციას უტარებს

დიდუბის რაიონის გამგეობა ცაბაძის ქუჩის მეოთხე კორპუსის მიმდებარედ არსებულ მოსასვენებელ სივრცეს სრულ რეაბილიტაციას უტარებს. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი და მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საბავშვო მოედნის მოწყობა, უახლოეს პერიოდში კი გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 000 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს