სააკაშვილის დროს მილიონზე მეტი თუ გქონდა, თუ მეგობარი იყავი, რაღაცაში დაგაბანდებინებდნენ მაშინვე, თუ არ იყავი მეგობარი, უბრალოდ წაგართმევდნენ

სააკაშვილის დროს მილიონზე მეტი თუ გქონდა, თუ მეგობარი იყავი, რაღაცაში დაგაბანდებინებდნენ მაშინვე, თუ არ იყავი მეგობარი, უბრალოდ წაგართმევდნენ
რაღაც მომენტში ისე შეეშინდათ, რომ დათვალეს ბადრის 2 მილიონი თუ რაღაც ჰქონდა დახარჯული 7 ნოემბერზე და ამ სიგიჟეებზე და შემოიღეს – მილიონზე მეტი თუ გქონდა, თუ მეგობარი იყავი რაღაცაში დაგაბანდებინებდნენ მაშინვე, თუ არ იყავი მეგობარი უბრალოდ წაგართმევდნენ, იმიტომ რომ ეშინოდათ. ამიტომ, მოვხვდით ისეთი სიტუაციაში, როცა არავის არ უნდოდა საქართველოში დაბანდება, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე საუბრისას.
„ამან გამოიწვია ეკონომიკური კოლაფსი. ამათ რომ არჩევნები არ წაეგოთ 2012 წელს, წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვიქნებოდით. 2012 წლის ზაფხულში მერაბიშვილმა შეკრიბა ბიზნესმენები (მე იქ არ მეძახდნენ, არ ვიყავი სანდო ადამიანი), სადაც გამოაცხადა: „ჩვენი ეკონომიკური პრობლემები არის თქვენი ბრალი და აწი სახელმწიფო თქვენ ბიზნესებში შემოვა და იქიდან დაიწყებს მართვას“. კიდევ კარგი, ამ ექსპერიმენტს ვერ მოვესწარით, იმიტომ რომ ოქტომბერში არჩევნები წააგეს“, – განაცხადა რუხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა